სახელმწიფო 1000-მდე ოჯახს ბინას შეუძენს
სახელმწიფო 1000-მდე უსახლკარო,
მრავალშვილიან ოჯახს ბინებს შეუძენს.
ეს საკითხი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
ღარიბაშვილმა ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე განიხილა.
პრემიერის თქმით, 1000-მდე უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს მთავრობა
შეუძენს ბინებს. მთავრობის მეთაურმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით
ჯანდაცვის მინისტრისგან კონკრეტული გეგმა მოისმინა. აღინიშნა, რომ
პროგრამა მომავალი წლიდან დაიწყება და ჯამურად დაახლოებით 50 მილიონი
ლარი დაიხარჯება.
საბჭოს წევრებმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე
ეკონომიკის მიმართულებით ქვეყანაში არსებული დადებითი ტენდენციები
მიმოიხილეს. იმსჯელეს 2024 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტულ
მიმართულებებზე.