ახალი ამბები
პირზე, რომელიც ლილით კარაპეტიანს ემუქრებოდა, გამოიცა შემაკავებელი ორდერი და ელექტრონული სამაჯური
ნინოწმინდაში მცხოვრებმა, ლილით კარაპეტიანმა, რომელიც სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის თანამშრომელია, ორთვიანი გაფრთხილებების შემდეგ მიმართა პოლიციას და მოითხოვა დაწესებულიყო შემაკავებელი ორდერი იმ პირის მიმართ, რომელიც მასზე ახდენდა მუქარას წერილობით და ზეპირსიტყვიერად. შემაკავებელ ორდერს ითხოვდა იმისათვის, რომ ქუჩაში თავისუფლად, ყოველგვარი შიშის გარეშე გადაადგილებულიყო.


აღნიშნული პირის მიმართ საქმე აღიძრა ფსიქოლოგიური ადევნების მუხლით და 11 ნოემბერს გამოიცა შემაკავებელი ორდერი, ელექტრონული სამაჯური 30 დღის ვადით. გამოძიება ამ დროისთვის გრძელდება. ჯერ-ჯერობით დამატებითი ინფორმაცია არც ლილით კარაპეტიანის და არც მისი იურისტისგან არ ვრცელდება.


ლილით კარაპეტიანმა ვრცელი ინტერვიუ რადიო "Nor"-ის ეთერში ჩაწერა.

ლილით კარაპეტიანი მიმდინარე წლიდან მუშაობს სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრში. ის არის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში თემის მობილიზატორი. ჩართულია ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ პროექტებში და აქტიურად მონაწილეობს ადგილობრივი ქალების გაძლიერების კუთხით. ამჟამად ის იბრძვის საკუთარი უფლებების დასაცავად. ტელეკომპანია „ბორჯომი“ გმობს ძალადობას და და მხარს უჭერს ლილით კარაპეტიანს.


Print E-mail
FaceBook Twitter
კვირის პოპულარული სიახლე
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.