საზოგადოება
ბორჯომში დაცული ტერიტორიების პირველი საერთაშორისო სამიტი დასრულდა
სამი დღის განმავლობაში ბორჯომში
დაცული ტერიტორიების პირველი საერთაშორისო სამიტი
მიმდინარეობდა.
მსოფლიოს 20-მდე ქვეყნის 100-ზე მეტი
დელეგატი გარემოსდაცვითი ორგანიზაციებიდან და ეროვნული პარკების
სამსახურებიდან, ერთმანეთს უზიარებდნენ საკუთარ ცოდნას, გამოცდილებას,
რეკომენდაციებს, დაცული ტერიტორიებისა და ბუნების მდგრადი დაცვის
მიმართულებით.
სამიტის ფარგლებში, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში გასვლითი
ღონისძიება გაიმართა. მონაწილეებს საქართველოს ერთ-ერთ უდიდეს და
ყველაზე პოპულარულ ეროვნულ პარკში ლაშქრობის შესაძლებლობა ჰქონდათ.
მათ ქვაბისხევის ახლადმოწყობილი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა
მოინახულეს.
დაცული ტერიტორიების პირველი საერთაშორისო სამიტის მონაწილეებმა
განვლილი დღეების შედეგები დასკვნით ღონისძიებაზე შეაჯამეს;
წარმოდგენილი იყო შემაჯამებელი პრეზენტაციები და მოსაზრებები.
ხელი მოეწერა გარემოსდაცვით დეკლარაციას, რითაც მონაწილეებმა
გამოხატეს მზაობა, შეასრულონ სამიტის ფარგლებში გაჟღერებული
რეკომენდაციები.
დაცული ტერიტორიების პირველი საერთაშორისო სამიტი გარემოს დაცვისა და
სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს
ორგანიზებით ჩატარდა.
გააზიარეთ :