საზოგადოება
ბაკურიანში ცენტრალური პარკი გაიხსნა
ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა
ბაკურიანის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია დასრულდა.
პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს
მუნიციპალური განვითარების ფონდმა, მსოფლიო ბანკის ფინანსური
მხარდაჭერით განახორციელა და მისმა ღირებულებამ 10.2 მილიონი ლარი
შეადგინა.
დასრულებული სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის
აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით ტაბიძემ და სამცხე-ჯავახეთში
სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ დავით ვარდიაშვილმა,
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.
პარკის საერთო ფართობი 8 ჰექტარია. ტერიტორია დაიყო სხვადასხვა ტიპის
- სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. რეკრეაციულ პარკში
შეიქმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულს
გახდის პარკში დროის გატარებას, როგორც ბავშვებისა და
ახალგაზრდებისთვის, ისე დაბის მოსახლეობისა და სტუმრებისთვის.
პარკის ინფრასტრუქტურა სრულად მორგებულია შშმ პირებისა და საბავშვო
ეტლით მოსარგებლე მშობლების საჭიროებებზე.
დაბა ბაკურიანში დასრულებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები
კურორტს, წელიწადის ოთხივე სეზონზე, ვიზიტორებისა და სტუმრებისთვის
უფრო მეტად კომფორტულს გახდის.
გააზიარეთ :