ოკუპანტების მიერ მოკლულ თამაზ გინტურს ტყვიები ზურგში აქვს მოხვედრილი
ოკუპანტების მიერ მოკლულ თამაზ
გინტურს ტყვიები ზურგში აქვს მოხვედრილი, მისი მანქანა კი,
დაცხრილულია.
ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“
ადგილობრივმა ლამარა პაპინაშვილმა სოფელ კირბალში განუცხადა.
„ასე ამბობენ, რომ თამაზ გინტურს ორი ტყვია აქვს მოხვედრილიო, ორივე
ტყვია ზურგში. მანქანა ჰყავდა, რომელიც სულ დაცხრილულია ოკუპანტების
მიერ.
როგორც ამბობენ, ოკუპანტები ცხრანი ყოფილან და თამაზის მანქანა თვითონ
ჩამოუგორებიათ“, - განაცხადა ადგილობრივმა.
სოფელ კირბალში, ლომისის ეკლესიის ქვედა პერიმეტრთან, სადაც
ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტური ავტომობილი დგას,
სამართალდამცველები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.
რაც შეეხება თვითონ მომხდარს, ახლობლების ინფორმაციით, თამაზ გინტური
და ლევან დოთიაშვილი ლომისის ეკლესიაში, სანთლების დასანთებად
მიდიოდნენ, როცა რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცეცხლი
გახსნეს. შედეგად თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი,
გაიტაცეს.