სალომე ზურაბიშვილმა ხვალ, 8 ნოემბერს, 8 საათზე შეკრება დააანონსა
პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა
ხვალ, 8 ნოემბერს, 8 საათზე შეკრება დააანონსა
, რომელიც, მისი თქმით იქნება ხმა
ევროპისთვის. შეკრების ადგილი ორბელიანების სასახლის მიმდებარე
ტერიტორიაა. ზურაბიშვილმა თქვა, რომ თავდაპირველად დაგეგმილი იყო
კონცერტი, რაც გაუქმდა რუსი ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის
მკვლელობის შემდეგ.
პრეზიდენტის თქმით, ხვალიდან დაიწყება ხელმოწერების კამპანია.