რამდენი ლარით გაიზრდება მასწავლებლის ხელფასი
2024 წელს, განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტი
- 2 მილიარდ 500 მილიონი ლარი
იქნება. სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებელთა ხელფასი საშუალოდ 500
ლარით გაიზრდება.
ამის შესახებ პრემიერ-მინსიტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის
სხდომაზე განაცხადა.
„ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი გაიზრდება 700 მილიონით და მთლიანი
ბიუჯეტი შეადგენს უკვე 28 მილიარდ 500 მილიონ ლარს.
შედარებისთვის მინდა გითხრათ, რომ 2012 წელს ბიუჯეტი თითქმის 9
მილიარდამდე იყო. ანუ თითქმის 20-მილიარდიანი ზრდა გვაქვს 11
წელიწადში. ჩვენი გუნდის მუშაობის საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგი გვაქვს.
რაც შეეხება დამატებით 700 მილიონის განაწილებას, როგორც პედაგოგებთან
შეხვედრისას დავაანონსეთ, დამატებით 160 მლნ ლარი გამოვუყავით
განათლების სამინისტროს და ჯამში, სამინისტროს ბიუჯეტი შეადგენს 2
მილიარდ 500 მილიონ ლარს.
შედარებისთვის მინდა ვთქვა, რომ განათლების სამინისტროს ბიუჯეტი
გაზრდილია მილიარდ რვაასი მილიონი ლარით 2012 წელთან შედარებით,
300%-იანი ზრდა გვაქვს ბოლო 11 წელიწადში. აქაც კარგად ჩანს, თუ როგორ
ყურადღებას აქცევდნენ განათლებას. ასევე, როგორც უკვე ჩვენ ძვირფას
მასწავლებლებს ვაცნობეთ, მნიშვნელოვნად გაიზრდება პედაგოგების
ხელფასები 2024 წელს, რაც ნიშნავს იმას, რომ სრული დატვირთვით, სრულ
განაკვეთზე მომუშავე მასწავლებელთა ხელფასები გაიზრდება საშუალოდ 500
ლარით და მეტით. ზოგს შეიძლება გაეზარდოს 600 ლარით, ზოგს 700 ლარით
და ა.შ. “,- განაცხადა პრემიერმა.