1000-მდე უსახლკარო მრავალშვილიანი ოჯახი საცხოვრებლით დაკმაყოფილდება
საქართველოს მთავრობის
გადაწყვეტილებით, 2024-2025 წლებში განხორციელდება ახალი პროგრამა,
რომლის ფარგლებში, ეტაპობრივად, საცხოვრებლით დაკმაყოფილდება 1000-მდე
უსახლკარო მრავალშვილიანი ოჯახი.
პროგრამის განსახორციელებლად,
ჯამურად გამოიყოფა 50 მილიონი ლარი.