2024 წელს ყოფილი პოლიციელის და ჯარისკაცის პენსიები იზრდება
2024 წელს გაიზრდება ყოფილი პოლიციელებისა და ჯარისკაცების პენსიები
- ბიუჯეტში გათვალისწინებულია კანონით განსაზღვრული 560 ლარიანი
მაქსიმალური ზღვრის გადაანგარიშება 1000 ლარამდე. ასევე, საშუალოდ 20
პროცენტით გაიზრდება ნამსახურების თითოეულ წელზე გათვლილი თანხის
მოცულობა.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და
დამოუკიდებლობისათვის, ასევე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას
დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის
წევრების კომპენსაცია გაიზარდა 1 000 ლარიდან 1 200 ლარამდე. ასევე
გაიზრდება 9 აპრილის მონაწილეთა და პოლიტრეპრესირებულთა ოჯახის
წევრების ყოველთვიური საყოფაცხოვრებო სუბსიდია.