საზოგადოება
ბაკურიანის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია დასრულდა
ბაკურიანის ცენტრალური პარკის
რეაბილიტაცია დასრულდა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს
მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბაკურიანის ცენტრალური
დასასვენებელი პარკის რეაბილიტაცია დაასრულა
პროექტი, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, განხორციელდა და ღირებულება
10.2 მილიონი ლარია
პარკის საერთო ფართობი 8 ჰექტარია. პარკის ტერიტორია დაიყო სხვადასხვა
ტიპის - სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად
რეკრეაციულ პარკში შეიქმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც ბევრად
უფრო კომფორტულს გახდის პარკში დროის გატარებას, როგორც ბავშვებისა და
ახალგაზრდებისთვის, ისე დაბის მოსახლეობისა და სტუმრებისთვის
განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად მორგებულია შშმ პირებისა და
საბავშვო ეტლით მოსარგებლე მშობლების საჭიროებებზე
გააზიარეთ :