საზოგადოება
ვინ მიიღო მასწავლებლის ეროვნული პრემია სამცხე-ჯავახეთში
მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონია. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ახლად დაფუძნებული „მასწავლებლის ეროვნული პრემიის" დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებაზე 11 პედაგოგს გადაეცა მასწავლებლის ეროვნული პრემია - სამკერდე ნიშნები და ჯილდო (10 000 ლარი).

დაჯილდოვდნენ:

ელმირა ქსპოიანი – სამცხე-ჯავახეთი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი, ნინოწმინდის საჯარო სკოლის სომხური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;

მედეა ტრამაკიძე – შიდა ქართლი, გორი, ერედვის მუნიციპალიტეტის ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი;

ვენერა აბუსელიძე – აჭარა, ბათუმი, ბათუმის მე-18 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი;

კახაბერ ჩაკვეტაძე – იმერეთი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვიტირის სკოლის ისტორიის მასწავლებელი;

მარინა ბერიანიძე – ქვემო ქართლი, წალკა, წალკის პირველი საჯარო სკოლის ბიოლოგიისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი;

მედეა ბორჩაშვილი – კახეთი, ახმეტა, ახმეტის მუნიციპალიტეტი სოფელ დიუსის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;

ნაზიბროლა მიქელაძე – აჭარა, ხულო, აბესალომ აბაშიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ სხალთის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;

ნუნუ ანდღულაძე – გურია, ჩოხატაური, ზურაბ კიკვაძის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფნარის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების ქართულისა და მათემატიკის მასწავლებელი;

პეტრე ბაბილუა – თბილისი, ევროპული სკოლის მათემატიკის მასწავლებელი;
სამირა ისმაილოვა – ქვემო ქართლი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კასმულოს საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი;

ნინო ჯალაღონია – თბილისი, თბილისის 141-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.

დაჯილდოებამდე ერთი დღით ადრე, 26 ოქტომბერს, სამინისტროს ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნდა საპრომოციო ვიდეორგოლი, რომელშიც ასახულია მუშაობის პროცესი და ჩანან კომისიის წევრები. ამ ვიდეოდან ირკვევა, რომ საუკეთესო მასწავლებლების გამოვლენის პროცესში ჩართული იყვნენ ექიმი თემურ მიქელაძე, მწერალთა სახლის ხელმძღვანელი და ყოფილი დეპუტატი "ქართული ოცნებიდან", ქეთი დუმბაძე, კალათბურთელი ანატოლი ბოისა, რეჟისორი ბასა ფოცხიშვილი, ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი ტელეკომპანია „იმედის" წამყვანი ნოე სულაბერიძე. კომისიის მუშაობის კადრებში ჩანან ასევე ტელეწამყვანი და თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე, მომღერალი და ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია, ფილოლოგი გია მურღულია, პედაგოგი და ფსიქოლოგი შალვა ამონაშვილი, ფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე. ამ ვიდეოს მიხედვით, კომისიას განსახილველად ჰქონდა 30-წევრიანი სია.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 27 ოქტომბერი, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე, გამოცხადდება მასწავლებლის ეროვნულ დღედ.

Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.