საზოგადოება
ნინოწმინდის საკრებულოს მაღალჩინოსნის ბიძამ და „ოცნების“ შემწირველმა 3 მლნ ლარამდე შესყიდვები მიიღო
,,ნინოწმინდის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება
- დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილის ბიძამ და „ოცნების“ შემწირველმა, რაზმიკ ღუმაშიანმა, 2013-2023 წლებში, ნინოწმინდის მერიის შესყიდვებით 2,840,710 ლარი მიიღო, აქედან 1,759,795 ლარი (მიღებული თანხის 61.9%) სხვების დისკვალიფიკაციით და უკონკურენტოდ მოგებული ტენდერებით, ასევე, პირდაპირი შესყიდვებით დაერიცხა.

ღუმაშიანი ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, პარლამენტში ახალქალაქი-ნინოწმინდის „ოცნების“ ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის ენზელ მკოიანის ოჯახის კუთვნილი გაზის კომპანიის დირექტორი იყო.

რაზმიკ ღუმაშიანი ნინოწმინდის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილის, გარუშ არზუმანიანის დედის ძმაა.

მას ასევე, 2012-2021 წლებში, პარლამენტში „ქართული ოცნებიდან“ არჩეული ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის, ენზელ მკოიანის[1] ოჯახის კომპანიის „ეს ჯი გაზ კომპანის“ დირექტორის პოზიცია ეკავა.

მას შემდეგ, რაც ენზელ მკოიანმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებელ დეპუტატად იყარა კენჭი და ასევე, „ეს ჯი გაზ კომპანიში“ ფინანასთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა, რაზმიკ ღუმაშიანმა ყოფილი დეპუტატის ოჯახის კომპანია დატოვა და 2021 წლის აგვისტოში „ქართული ოცნების“ ანგარიშზე 5,000 ლარი შეიტანა.

ღუმაშიანმა ყველა სახელმწიფო შესყიდვა მხოლოდ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიისგან მიიღო, გარდა, 2014 წელს ნინოწმინდის სოფელ დიდი არაგიალის საჯარო სკოლის ერთი პირდაპირი შეყიდვისა (1,950 ლარის ოდენობით).

რაზმიკ ღუმაშიანმა, ბოლო 10 წლის განმავლობაში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 49 სპორტული და სათამაშო მოედნის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე, ასევე, წყლისა და გაზის გაყვანილობების მოწყობაზე, სულ 35 სახელმწიფო შესყიდვა მიიღო. აქედან, 2013-2015 წლებში, 13 პირდაპირი შესყიდვით 102,948 ლარი დაერიცხა. 2015- 2023 წლებში მოგებული 22 ტენდერით კი ხელშეკრულებები 2,737,762 ლარზე გაუფორმდა. მათ შორის უკონკრენტოდ და სხვების დისკვალიფიკაციით 15 ტენდერი მოიგო, ჯამში, 1,656,847 ლარზე (60.5%)

აღსანიშნავია, რომ რაზმიკ ღუმაშიანმა ნინოწმინდის მერიიდან 1,085,100 ლარი (ათი წლის განმავლობაში მიღებული თანხის 38.1%) მიიღო 2021 წლის ოქტომბრიდან დღემდე, ანუ მას შემდეგ, რაც ნინოწმინდის საკრებულოში მისი დის შვილი „ქართული ოცნების“ სიით შევიდა. ამ პერიოდში მან ნინოწმინდის მერიაში 7 ტენდერიდან 6 სხვების დისკვალიფიკაციით და უკონკურეტოდ მოიგო, ჯამში 801,304 ლარზე (73.8%).''ინფორმაციას საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო ავრცელებს


Print E-mail
FaceBook Twitter
კვირის პოპულარული სიახლე
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.