დღეიდან ბაკურიანი-ანდეზიტი-ციხისჯვრის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი ახალი მარშრუტით იმოძრავებს
25 ოქტომბრიდან ბაკურიანი - ანდეზიტი
- ციხისჯვრის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი ახალი მარშრუტით
იმოძრავებს.
მგზავრობის ღირებულება 1 (ერთი) ლარი
იქნება. გადაწყვეტილება ამის შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ
და სსიპ „ბაკურიანის განვითარების სააგენტომ მიიღეს.
ავტობუსის განრიგი:
ორშაბათი - პარასკევი
ბაკურიანი - ანდეზიტი - ციხისჯვარი - 15:30 საათი
ციხისჯვარი - ანდეზიტი - ბაკურიანი - 16:00 საათი
ბაკურიანი - ანდეზიტი - ციხისჯვარი - 18:15 საათი
შაბათი - კვირა
ბაკურიანი - ანდეზიტი - ციხისჯვარი - 18:15
საათი.
ბაკურიანის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა
ბარათით იქნება შესაძლებელი. გადახდისას შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც
თიბისის ნებისმიერი საკრედიტო/სადებეტო ბარათი, ისე სატრანსპორტო
ბარათი. ბარათის ღირებულება შეადგენს 2 ლარს.