საზოგადოება
საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასი სულ მცირე 10%-ით იზრდება
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ანალიზსა და რეკომენდაციებს აქვეყნებს.

აღსანიშნავია, რომ ეს ბიუჯეტის პირველადი ვარიანტია და საბოლოო დამტკიცებამდე ორჯერ დაუბრუნდება მთავრობას ცვლილებებისთვის.

ორგანიზაციის დოკუმენტაციის თანახმად, 2024 წლის ბიუჯეტით, სუს-ის თანამშრომელთა, ასევე პოლიციელებისა და ჯარისკაცების ხელფასები 20%-ით იზრდება.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება 25 მლნ ლარით იზრდება და 205 მლნ ლარს აღწევს. ზრდას სისტემაში დასაქმებულთა ხელფასების 20%-ით მატება განაპირობებს. დასაქმებულთა რაოდენობა არ იზრდება, ისევ 3 850 ადამიანი იქნება დასაქმებული.

საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასი სულ მცირე 10%-ით იზრდება. მათ შორის, პოლიციელებისა და ჯარისკაცების ხელფასები 20%-ით გაიზრდება. ხელფასების ზრდა შრომის ანაზღაურებაზე წლიურად გამოყოფილი თანხის 282 მლნ ლარით მატებას იწვევს,“ - ვკითხულობთ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
Print E-mail
FaceBook Twitter
კვირის პოპულარული სიახლე
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.