ახალი ამბები
ბორჯომში გინესის რეკორდსმენის გიორგი ტალახაძის ახალი ბანერი განთავსდა
ბორჯომში, გინესის რეკორდსმენის გიორგი ტალახაძის ახალი ბანერი განთავსდა. ფოტო სოციალურ ქსელში სპორტსმენის დამ მაკა ტალახაძემ გამოაქვეყნა.
მისი ინფორმაციით, ახალი ბანერი სავარაუდოდ, ბორჯომის მუნიციპალიტეტმა განათავსა. 11 ოქტომბერს, იგივე ტერიტორიაზე გიორგი ტალახაძის სხვა ბანერი იყო განთავსებული, რომელიც იმავე დღეს, რამდენიმე საათში, მერიის თანამშრომლებმა ჩამოხსნეს. ადგილობრივ თვითმმართველობაში, მიზეზად დაასახელეს ბანერის უნებართვოდ განთავსება. 

ახალი ბანერი განსხვავებული ვიზუალისაა. მასზე დატანილია 7 კომპანიის ლოგო. თუმცა, არ არის გამოყენებული ოთხი კომპანიის ლოგო, მათ შორის ტვ პირველის ლოგო, რომელიც წინა ბანერზე შედარებით დიდი მოცულობით იყო დატანილი. 


ასე გამოიყურებოდა ძველი ბანერი და ასე გამოიყურება ახალი ბანერი:





ფოტოს ავტორი: მაკა ტალახაძე



საკითხის დასაზუსტებლად, ტელეკომპანია "ბორჯომი", მუნიციპალიტეტის მერიას დაუკავშირდა. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ გიორგი ტალახაძის ახალი ბანერი ბორჯომის მუნიციპალიტეტმა განათავსა. რაც შეეხება ოთხი კომპანიის ლოგოს, რომელიც ბანერზე დატანილი არ არის, პრეს-სამსახურში გვიპასუხეს:

"ჩვენ მივმართეთ ყველა იმ კომპანიას, რომლის ლოგოებიც დატანილი იყო ძველ ბანერზე, გამოეგზავნათ თავიანთი კომპანიის ლოგოები. ოთხი კომპანიისგან, მათ შორის ტვ პირველისგან არ მიგვიღია ლოგო. მათი ნებართვის გარეშე ვერ გამოვიყენებდით მათ ლოგოებს. შესაბამისად, ვერ მოხდა ამ კომპანიების ლოგოების განთავსება ახალ ბანერზე" - გვიპასუხეს მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.



"რომელი ბანერი იყო მისაღები თქვენთვის?" - ეს კითხვა გინესის რეკორდსმენს გიორგი ტალახაძეს დავუსვით. მან გვიპასუხა, რომ მისთვის "მნიშვნელობა არ აქვს ბანერის ვიზუალს და არც იმას, ვინ გააკეთა". ბორჯომელმა სპორტსმენმა გვიპასუხა, რომ მისთვის "მთავარია შედეგის დადება და წარმატებების მიღწევა, სხვა საკითხებში კი არ ერევა". 



ამავე თემაზე:

რატომ ჩამოხსნეს ბორჯომში გინესის რეკორდსმენის გიორგი ტალახაძის ბანერი


Print E-mail
FaceBook Twitter
კვირის პოპულარული სიახლე
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.