საბავშვო ბაგა-ბაღებმა შესაძლოა შაბათ-კვირისაც
იმუშაონ.
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში შაბათ
-კვირის სერვისის ამოქმედება და ასევე, კვირის დღეებში სააღმზრდელო
პროცესის 18:00 საათის შემდეგ გახანგრძლივება განიხილება.
ამის შესახებ თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს
ხელმძღვანელმა გოგი ჩიქოვანმა განაცხადა.
„ეს საკითხი ნამდვილად იდგა დღის წესრიგში, თუმცა ვფიქრობ, რომ ჯერ
ადრეა ამ საკითხზე საუბარი. გარკვეული მონახაზები არსებობს, თუმცა ამ
საკითხს მომავალ წელს დავუბრუნდებით. წელს ამ საკითხზე საუბარი
ნაადრევი მგონია, იმიტომ, რომ ბევრად სხვა უფრო პრიორიტეტული
საკითხები გვაქვს, რომლის შემდეგაც შეგვიძლია ვისაუბროთ აღნიშნულ
საკითხზე. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ ეს ნაწილი განიხილება. ეს
საკითხი მშობლებმა დააყენეს, ვიცით, რომ მათთვის, დატვირთული რეჟიმის
გამო, ან საკითხის მოწესრიგება მნიშვნელოვანია, ამაზე დავიწყეთ
მუშაობა. არსებობს რამდენიმე ვერსია, თუმცა გვინდა შევარჩიოთ ისეთი
ვერსია, რომელიც მშობელს შეუწყობს ხელს და არც ბავშვის ინტერესები
უნდა დაზარალდეს. კონკრეტული რეკომენდაციები არსებობს, არ შეიძლება
ბავშვი სრულად იყოს საბავშვო ბაღში. რეკომენდაცია არსებობს, რომ
ბავშვი კონკრეტულ დროს ოჯახში უნდა ატარებდეს. ოქროს შუალედი ისე უნდა
მოიძებნოს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესები იყოს დაცული. ჩვენ
კონკრეტულ გადაწყვეტილებას თუ მივიღებთ, ეს გადაწყვეტილება დაეფუძნება
მათ შორის, სპეციალისტების რეკომენდაციებს და არ იქნება ცალსახად
მხოლოდ მშობლების მოთხოვნაზე გამოხმაურება“, - განაცხადა გოგი
ჩიქოვანმა.