ისრაელის საჰაერო ძალები - ღაზაში ღამით 500-ზე მეტ სამიზნეს დავარტყით
ისრაელის საჰაერო ძალების
განცხადებით, ღაზას სექტორში ღამით „ჰამასისა“ და „ისლამური ჯიჰადის“
500-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს.
საჰაერო ძალების ინფორმაციით, დარტყმები გამანადგურებელმა
თვითმფრინავებით, ვერტმფრენებითა და არტილერიით განხორციელდა.
განადგურებულ სამიზნეებს შორის არის: „ჰამასის“ შვიდი სამეთაურო
ცენტრი „ისლამური ჯიჰადის“ სამეთაურო ცენტრი.
შეგახსენებთ, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღაზაში
ისრაელის თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 436-მდე
გაიზარდა.