ბორჯომის მუნიციპალიტეტმა სექტემბერში 188 9136 ლარის დაფინანსება გასცა
ბორჯომის მუნიციპალიტეტმა, სოციალური
პროგრამების ფარგლებში, სექტემბრის თვეში 188 9136 ლარის დაფინანსება
გასცა.
აღნიშნული თანხით, მუნიციპალიტეტმა
დახმარება 780 ბენეფიციარს გაუწია.
63 985 ლარი, 109 მოქალაქის სტაციონარული მომსახურებისათვის გამოიყო.
მედიკამენტების შესაძენად 64 ბენეფიციარი 7 650 ლარით დაფინანსდა.
ონკოლოგიური დაავადებების მქონე 32 პაციენტი 28 785 ლარით
დაფინანსდა.
106 მრავალშვილიანი ოჯახი 25 550 ლარით დაფინანსდა.
სოციალური პროგრამების მიხედვით, დახმარება მიიღეს შშმ პირებმა,
დედ-მამით ობლებმა და სხვა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში 24-მდე სოციალური პროგრამა ხორციელდება.
პროგრამის მთავარი მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის, ასევე სოციალურად
დაუცველ ბენეფიციართა მხარდაჭერა.
(R)