ისრაელში სარაკეტო თავდასხმის შედეგად სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა
ღაზას სექტორიდან ისრაელის
მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო, ისრაელის
თავდაცვის ძალებმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს.
არსებული საფრთხეების საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ
გალანტმა რეზერვისტების გამოძახების ბრძანებაც გასცა.
გამოცემა Times of Israel-ის ინფორმაციით, სარაკეტო თავდასხმის
შედეგად სულ მცირე, 22 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინის ისლამისტურმა მოძრაობამ,
„ჰამასმა“ აიღო.