ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლე ბულინგის მსხვერპლი გახდა
იმერეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში
მოსწავლე გოგონა თანაკლასელის მხრიდან ბულინგისა და შანტაჟის
მსხვერპლი გახდა.
მას მუქარის შემცველი წერილი და
ბასრი საგანი რამდენიმე დღის წინ ჩანთაში ჩაუდეს, რითაც აიძულებდნენ,
რომ ფიზიკური დაზიანებები მიეყენებინა.
როგორც ირკვევა, უკვე ერთი წელია, რაც არასრულწლოვანი შანტაჟის
მსხვერპლია. თუმცა, უცნობია რატომ არ რეაგირებდა სკოლის ადმინისტრაცია
აღნიშნულ ფაქტზე ან როგორ მოახერხა მოსწავლემ სკოლაში ბასრი საგნის
შეტანა.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის
კოდექსის 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს.
წყარო: მთავარი არხი