სომხეთის რესპუბლიკაში 28 120 იძულებულად გადაადგილებული პირი შევიდა
სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის
ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის საზღვარი მთიანი
ყარაბაღიდან 28 ათასზე მეტმა ლტოლვილმა გადაკვეთა.
„საცხოვრებლით 3200-ზე მეტი ადამიანია უზრუნველყოფილი, ვისაც
განთავსების სხვა ვარიანტები არ ჰქონდათ. ხამკენდიდან სომხეთის ქალაქ
კორნიძორამდე მიმავალი გზა გადავსებულია, ზოგიერთი ადამიანი რიგში
მეორე დღეა ელოდება გადასვლის საშუალებას“, - ნათქვამია გავრცელებულ
ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ 20 სექტემბერს აზერბაიჯანმა სამხედრო ოპერაციის
დასრულების შესახებ განაცხადა და სომეხი ეროვნების მოქალაქეებისთვის
გასვლის უზრუნველყოფას შეჰპირდა.