საზოგადოება
სულ მცირე 20 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა ყარაბაღში მომხდარმა აფეთქებამ
სომხეთის მედიასაშუალებები ავრცელებენ პირველ ცნობებს ყარაბაღში, საწვავის საცავის ტერიტორიაზე მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად დაღუპულთა შესახებ. მათი წყაროა არცახის(ყარაბაღის) საინფორმაციო შტაბი, რომლის მონაცემებით, 7 დაშავებული საავადმყოფოში გარდაიცვალა. 13 ამოუცნობი გვამია ექსპერტიზის ადგილობრივ ბიუროში.

შტაბის თანახმად, სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებამ და რუსეთის სამშვიდობო ძალების სამედიცინო პუნქტმა მიიღეს დაახლოებით 290 პაციენტი სხვადასხვა ხარისხის დამწვრობით. რამდენიმე ათეულის მდგომარეობა კრიტიკულია. ბევრი დაკარგულად ითვლება.

25 სექტემბერს ღამით, ძლიერი აფეთქება მოხდა სტეფანაკერტი-ასკერანის საავტომობილო გზასთან მდებარე საწვავის საცავში. აფეთქების გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ყარაბაღის ე.წ. ომბუდსმენი გეგამ სტეპანიანი აცხადებდა, რომ დაშავებულთა ნაწილი ადგილობრივ რესპუბლიკურ და ბავშვთა კლინიკებში გადაიყვანეს, თუმცა, ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად არცახის(ყარაბაღის) სამედიცინო შესაძლებლობები არასაკმარისია და საჭირო იყო მძიმედ დაშავებულების საჰაერო გზით ევაკუაცია. სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აფეთქების შედეგად დაშავებულების საჰაერო და სახმელეთო გზით, ღამით ტრანსპორტირება შეუძლებელი იყო უამინდობის გამო.

დღეს დილის ინფორმაციით, სომხეთიდან ყარაბაღში ვერტმფრენით გაემგზავრა ექიმების ჯგუფი. რეგიონში სამედიცინო დახმარება გაგზავნა აზერბაიჯანის მთავრობამ.

ყარაბაღში აფეთქება მოხდა ადგილობრივი მოსახლეობისთვის საკმაოდ რთულ დროს. ეთნიკურმა სომხებმა რეგიონის დატოვება დაიწყეს მას შემდეგ, რაც 20 სექტემბერს, ერთდღიანი სამხედრო ოპერაციის შედეგად, აზერბაიჯანმა გამოაცხადა, რომ ყარაბაღზე სრული კონტროლი დაამყარა და სუვერენიტეტი აღიდგინა. მიუხედავად ბაქოს განცხადებისა, რომ ყარაბაღში მცხოვრები სომხები აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან და ბაქოს მიზანია მშვიდობიანი თანაცხოვრება და ურთიერთპატივისცემა, ბევრმა გადაწყვიტა, რომ უსაფრთხოების მყარი გარანტიების არარსებობის გამო ყარაბაღი უნდა დატოვოს და სომხეთში გაემგზავროს.
წყარო: რადიო თავისუფლება
Print E-mail
FaceBook Twitter
კვირის პოპულარული სიახლე
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.