არადეკლარირებული თანხის შემოტანის ფაქტები ბოლო ერთ თვეში
ბოლო ერთი თვის მონაცემებით, საბაჟო
გამშვებ პუნქტებში - „თბილისის აეროპორტი“, „ქუთაისის აეროპორტი“ და
„სადახლო-საავტომობილო“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების
სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის
მოქალაქეების, როგორც ფიზიკური და კუთვნილი ბარგის, ასევე, მათი
მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების დეტალური დათვალიერების შედეგად,
არადეკლარირებული თანხა ჯამში: 296 522 აშშ დოლარი, 1300 რუსული
რუბლი, 240 ტაჯიკური სომონი, 780 ჩინური იუანი, 198 000 ყაზახური
ტენგე და 550 ყირგიზული სუმი გამოავლინეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების
სამსახური ავრცელებს.
„საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად,
სამართალდამრღვევი მოქალაქეები სანქციის სახით, ჯამში 78 014,443
ლარით (თანხის 10%- ის ოდენობა) დაჯარიმდნენ.
უცხო ქვეყნის კანონდამრღვევ მოქალაქეს, რომელსაც 197 750 აშშ დოლარი
ქვეყნის საზღვარზე მალულად შემოჰქონდა, საქართველოს საბაჟო კოდექსის
169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სანქციის სახით,
არადეკლარირებული საქონლის ჩამორთმევა განესაზღვრა“,- აღნიშნულია
ინფორმაციაში.