იუსტიციის სახლის ფილიალებში სერვისების გაცემა შეფერხებულია
იუსტიციის სახლის ფილიალებში
სერვისების გაცემა შეფერხებულია.
აღნიშნულთან დაკავშრებით, უწყება განცხადებას ავრცელებს.
"გაცნობებთ, რომ იუსტიციის სამინისტროს სისტემისგან დამოუკიდებლად
პროვაიდერის ქსელზე წარმოქმნილი გლობალური ტექნიკური ხარვეზის გამო,
იუსტიციის სახლის ფილიალებში შეფერხებულია სერვისების გაცემა.
ხარვეზის აღმოსაფხვრელად მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები.
სერვისების გაცემის პროცესის განახლებისთანავე ინფორმაცია განთავსდება
იუსტიციის სახლის ოფიციალურ Facebook გვერდზე" - ნათქვამია
განცხადებაში.