ყარაბაღის რეგიონი 2 906-მა ეთნიკურად სომეხმა დატოვა
სომხეთის მთავრობის ინფორმაციით,
ბოლო მონაცემებით, სომხეთის ტერიტორიაზე ყარაბაღის 2 906 მცხოვრები
შევიდა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშანიანმა გუშინ განაცხადა, რომ
სომხეთის ხელისუფლებაა მზადაა, "სიყვარულით მიიღოს ძმები და დები
ყარაბაღიდან“.ამასთან, არაღიარებული ყარაბაღის ე.წ. პრეზიდენტის,
სამველ შაჰრამანიანის მრჩეველმა, დევიდ ბაბაიანმა დღეს განაცხადა, რომ
მთიანი ყარაბაღში მცხოვრები 120 000 ადამიანი, რომლებიც ეთნიკურად
სომხები არიან, სომხეთში გაემგზავრებიან, რადგან მათ არ სურთ
აზერბაიჯანის შემადგენლობაში ცხოვრება და ეშინიათ ეთნიკური
წმენდის.