საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
საქართველოში, რამდენიმე წუთის წინ,
კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
- ამჯერად, მიწისძვრის ეპიცენტრი
ქალაქ ლაგოდეხიდან 12 კმ-ს დაშორებით მდებარეობდა.
სიმძლავრემ, წინასწარი მონაცემებით, 3 მაგნიტუდა შეადგინა.
შეგახსენებთ, დღეს დილით 4.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა,
ეპიცენტრი თბილისთან ახლოს მდებარეობდა.