საზოგადოება
ახალდაბის გზის რეაბილიტაციის დასრულება გადავადდა
ბორჯომი- ახალდაბის დამაკავშირებელ
ცენტრალურ მაგისტრალზე, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ დრომდე
მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით, კომპანიამ სამანქანო გზა, ფეხით
სავალი ნაწილი და სანიაღვრე არხები უნდა მოაწესრიგოს, რაშიც
სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8 მილიონი ლარი იხარჯება.
ახალდაბის გზის რეაბილიტაცია, აგვისტოში უნდა დასრულებულიყო, თუმცა
„საავტომობილო გზების დეპარტამენტის“ თქმით, რეაბილიტაციის დასრულება
გადავადდა. უწყება მიზეზად, მოძრაობის ინტენსივობას ასახელებს.
უწყებამ კითხვებზე წერილობით
გვიპასუხა.
„ბორჯომი-ახალდაბას გზის მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები
მიმდინარე წლის აგვისტოში უნდა დასრულებულიყო, თუმცა მოძრაობის
ინტენსივობის გათვალისწინებით, კონტრაქტორი კომპანია მხოლოდ ღამის
პერიოდში ასრულებს სამუშაოებს, რის გამოც სრულად სამუშაოების
დამთავრება ოქტომბერში გადავადდა. ქვედა ფენის მოწყობის სამუშაოებს
აღნიშნული კომპანია მომდევნო კვირას დაასრულებს -
ნათქვამია განცხადებაში.
ამავე
თემაზე ტელეკომპანია "ბორჯომმა" რეპორტაჟი არაერთხელ
მოამზადა.
გააზიარეთ :