საზოგადოება
ოთარ ფარცხალაძემ შვილს დაჩქარებული წესით აჩუქა ქონება
საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე დაჩქარებული წესით ჩუქნის შვილს იმ ქონებას, რომელიც მის სახელზეა რეგისტრირებული. სავარაუდო მიზეზი ისაა, რომ მან უკვე იცის, რომ ჩამოართმევენ საქართველოს მოქალაქეობას.

თითოეული ქონების დაჩქარებული წესით შვილისთვის გადასაფორმებლად საჯარო რეესტრში გადახდილია 350 ლარი.

ოთარ ფარცხალაძემ ანდრია ანზორ ფარცხალაძეს გადასცა კომერციული ფართები თბილისის ცენტრში, სასტუმროს ნომრები, ბინები და მიწის ნაკვეთი. უფრო ზუსტად:

სასოფლო სამეურნეო მიწა ტაბახმელაში (წავკისი) - 1001 კვადრატი;
სასტუმრო კომპლექსში ნომერი ბაკურიანში - 25 კვადრატი;
სასტუმრო კომპლექსში ნომერი ბაკურიანში - 26 კვადრატი;
კომერციული ფართი ვაკეში - 143 კვადრატი;
კომერციული ფართი ვაკეში - 336 კვადრატი;
კომერციული ფართი ვაკეში- 101 კვადრატი;
კომერციული ფართი ვაკეში - 204 კვადრატი;
ბინა საბურთალოზე - 78 კვადრატი;
ბინა საბურთალოზე - 91 კვადრატი;
ბინა საბურთალოზე - 38 კვადრატი.
ყველა ეს განაცხადი საჯარო რეესტრში 20 სექტემბერს 12:00 საათის შემდეგ შევიდა და პასუხი 18:00 საათამდე მიიღეს. უფრო ადრე, 19 სექტემბერს მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ იუსტიციის სამინისტროს ფარცხალაძის მოქალაქეობის საკითხის შესწავლა დაწყებული ჰქონდა.

ოთარ ფარცხალაძემ ანდრია ანზორ ფარცხალაძეს აჩუქა შპს "ჯიპიეს კონსალტინგის" 100-პროცენტიანი წილიც.

14 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, სანქციები დაუწესდა საქართველოზე რუსეთის მანკიერი ზეგავლენის საპასუხოდ.

დოკუმენტის მიხედვით, სავარაუდოდ, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცერი ონიშჩენკო დაეხმარა "თანამოაზრე" ფარცხალაძეს რუსული პასპორტის და შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მიღებაშიც. ფარცხალაძეს "სრულად აქვს მიღებული რუსული იდენტობა და რეგულარულად მგზავრობს რუსეთში". ონიშჩენკო და უშიშროების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს "ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეო გავლენის მოხდენაში იყენებენ". დოკუმენტში ასევე წერია, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადი სარგებელი მიიღო ონიშჩენკოსა და ФСБ-სთან კავშირით.


წყარო: რადიო თავისუფლება

Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.