საზოგადოება
კახეთის 30-მდე სოფელში სეტყვამ მოსახლეობა მოსავლის გარეშე დატოვა
კახეთის სამ მუნიციპალიტეტში:
ყვარელში, თელავსა და ლაგოდეხში,
სულ მცირე, 30-მდე სოფელში სტიქიის
შედეგებს ითვლიან. 17 სექტემბრის საღამოს მოსულმა სეტყვამ ყველაზე
მეტად ყვარლის სოფლები გრემი, ენისელი, ალმატი და საბუე
დააზარალა.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, მოსავლის თითქმის 100 პროცენტი
განადგურებულია. სოფელ გრემში, რომელიც ქინძმარაულის ზონად ითვლება,
ათეულობით მევენახეს ყურძენი მოსაკრეფი ჰქონდა
ფოტო: რადიო თავისუფლება
გააზიარეთ :