ორგანიზაცია "ერთად რეალური ცვლილებებისთვის" ბორჯომში ბავშვთა განვითარების ახალ ცენტრს ჰქმნის
ბორჯომში შეზღუდული შესაძლებლობების
მქონე პირებისთვის ახალი პროექტები ხორციელდება.
"ჩვენი ორგანიზაცია "ერთად რეალური ცვლილებებისათვის"
ახორციელებს რამდენიმე პროექტს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე
პირებისა და ბავშვების მხარდაჭერის მიზნით, ძირითადად მაღალმთიან
რეგიონებში. ჩვენი მიზანია შშმ პირების და ბავშვების სოციალიზაცია,
ინტეგრაცია, მათი ოჯახების მხარდაჭერა და გაძლიერება. ერთ-ერთი
არის ქ. ბორჯომი, სადაც უკვე 7 წელია და საკმაოდ წარმატებულად
ფუნქციონირებს დღის ცენტრი "თებე".
აქვე გვინდა გაცნობოთ, რომ დაგვემატა ჩვენს ორგანიზაციასთან არსებული
ბავშვთა განვითარების ცენტრი "ნაბიჯები", რომელიც გთაზავობთ შემდეგ
პროგრამებს და სერვისებს" - ნათქვამია ცენტრის
განცხადებაში.
ეს სერვისები და პროგრამებია:
1. ადრეული განვითარების პროგრამა.
2. რეაბილიტაცია-აბილიტაციის პროგრამა.
3. ქცევის მართვა(ABA)
4. მეტყველების თერაპია/კონსულტაცია.
5. ფსიქოლოგის მომსახურება/კონსულტაცია.
6. ფიზიკური თერაპია/კონსულტაცია.
7. რეაბილიტოლოგის და ოკუპაციური თერაპევტის
მომსახურება/კონსულტაცია.
მისამართი: ქ.ბორჯომი, აღმაშენებლის ქ 31