საქართველოს პრეზიდენტმა 9 მსჯავრდებული შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა 9
მსჯავრდებული შეიწყალა.
ინფორმაციას პრეზიდენტის
ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეწყალებული 9 მსჯავრდებულიდან 5 პენიტენციურ
დაწესებულებას დღესვე დატოვებს.
„5 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში
თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან
და პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს, ხოლო 4 მსჯავრდებულს
პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა
შეუმცირდა. გათავისუფლებულ მსჯავრდებულთაგან 2 ქალი მსჯავრდებულია“, -
აღნიშნულია ინფორმაციაში.