საზოგადოება
მეხანძრე-მაშველთა კომპენსაციის გამოთვლის წესი ახლებურად გაიწერება - შსს
მეხანძრე-მაშველთა კომპენსაციის გამოთვლის წესი ახლებურად გაიწერება, - აღნიშნულს გულისხმობს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის კანონპროექტი, რომლის ავტორიც შინაგან საქმეთა სამინისტროა.

კერძოდ, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ცვლილების მიზანია გაუმჯობესდეს მეხანძრე-მაშველთა სოციალური გარანტიები.

„კანონპროექტით, ახლებურად გაიწერება მეხანძრე-მაშველთა კომპენსაციის გამოთვლის წესი და წელთა ნამსახურობაში ჩაეთვლებათ 2005-2015 წლებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ნამსახურობა.

გარდა ამისა, დღეს მოქმედი კანონმდებლობა შეიცავს გარკვეულ ხარვეზებსა და ბუნდოვან ჩანაწერებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნილი პირების სახელმწიფო კომპენსაციების გამოთვლის წესებთან დაკავშირებით, რაც პრაქტიკაში ნორმების არაერთგვაროვანი ინტერპრეტაციის საფუძველს ქმნის.

პროექტის მიზანია, ნათელი, განჭვრეტადი და ერთგვაროვანი ჩანაწერები დადგინდეს სახელმწიფო კომპენსაციის გამოთვლის წესებთან დაკავშირებით. მათ შორის, მნიშვნელოვანია, გაიწეროს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნილ პირს, კალენდარულ წელთა ნამსახურობაში, გარდა სამინისტროს სისტემაში სამხედრო და სპეციალური წოდებით ნამსახურობისა, ჩაეთვლება ნებისმიერ სახელმწიფო დაწესებულებაში სამხედრო წოდებითა და სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურობა,“- ვკითხულობთ კანონპროექტში.

წყარო:bpn.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.