სოფელ მზეთამზეს მუნიციპალური ტრანსპორტი მოემსახურება
ბორჯომის მუნიციპალიტეტის და ,,
ბორჯომის საზოგადოებრივი ტრანსპორტის" სამსახურის ინიციატივით, 1
სექტემბრიდან ბორჯომის მუნიციპალურ ტრანსპორტს სოფელ მზეთამზის
მიმართულება ემატება.
სოფელ მზეთამზიდან მუნიციპალური ავტობუსი პირველ რეისს 08:15 საათზე
განახორციელებს, ხოლო ბორჯომიდან 12:00 საათზე. მეორე რეისი სოფელ
მზეთამზიდან 14:00 საათზე განხორციელდება, ხოლო ბორჯომიდან 14:30
საათზე.
საზოგადოებრივ ტრანსპორტში საბარათე გადახდის სისტემა მუშაობას.
ბორჯომი-მზეთამზის ღირებულება 40 თეთრს შეადგენს.
მგზავრობის ღირებულების გადახდა თიბისი ბანკის და სამგზავრო ბარათით
იქნება შესაძლებელი.
მგზავრებს შეუძლიათ სამგზავრო ბარათი "თიბისი ბანკის" ბორჯომის
ფილიალში და სუპერმარკეტ ,,გუდმარტში" შეიძინონ.