შოვში სამძებრო სამუშაოები კვლავ აქტიურ რეჟიმში ხორციელდება-ონის მერის მოადგილე
ონის მუნიციპალიტეტის მერის
მოადგილის, გიორგი ნოდარიშვილის განცხადებით, რაჭაში, სტიქიის ზონაში
სამძებრო სამუშაოები კვლავ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
„სამძებრო სამუშაოები კვლავ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს უშუალოდ
სტიქიის ზონაშიც და მდინარეების, ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში.
დღეისთვის 31 გარდაცვლილია ნაპოვნი, მათ შორის 2-ის იდენტიფიცირება
მიმდინარეობს. ასევე, 2 ადამიანს ვეძებთ“, - განაცხადა გიორგი
ნოდარიშვილმა.