საზოგადოება
საქართველოში საარსებო შემწეობას 660 ათასზე მეტი ადამიანი იღებს
2023 წლის ივლისის მდგომარეობით, საქართველოში საარსებო შემწეობას 661 305 ადამიანი იღებს, აქედან 132 676 ის ადამიანია, რომელთაც საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 4 წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველის პაკეტი გარანტირებულად უნარჩუნდებათ - ამის შესახებ აღნიშნულია სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკაში.

უფრო კონკრეტულად, 2023 წლის ივლისში საქართველოში საარსებო შემწეობას ჯამში 174 893 ოჯახის 661 305 ადამიანი იღებდა, ეს კი მცირედით, მაგრამ მაინც ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2022 წლის ივლისში სახელმწიფოს დახმარებაზე 180 079 ოჯახი და 664 278 ადამიანი იყო.

რაც შეეხება საარსებო შემწობაზე გაცემულ თანხებს, სააგენტოს მონაცემებით, გასულ თვეს სოცდაუცველებზე სულ 68 048 772 ლარი გადაირიცხა. ყოველთვიურ სტატისტიკას თუ ვნახავთ, სოციალურად დაუცველებზე გასაცემი საარსებო შემწეობის ხარჯი საშუალოდ 65-70 მლნ ლარის ფარგლებში მერყეობს.

წყარო:
bpn

Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.