1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6334 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება
2.6334 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად,
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6334 ლარი
გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6215 ლარი იყო.
შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში
0.0119 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8462 ლარია. მაშინ, როცა დღეს
მოქმედი კურსი 2.8543 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს
ცვლილებამ0.0081 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული
კურსები ძალაში ხვალ შევა.