ახალი ამბები
რამდენმა ტრაილერმა ისარგებლა საქართველოს გზით
7 თვეში საქართველომ ტრაილერების გატარებით თითქმის, 102 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო.

სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, იანვარ-ივლისში საქართველოს დერეფანში 291,189 ტრანზიტულმა ტრაილერმა გაიარა. მათ შორის, მხოლოდ ივლისში გზის საფასური 43,436 სატვირთომ გადაიხადა.

აღსანიშნია, რომ ივნისთან შედარებით ტრაილერების რაოდენობა შემცირებულია, გასული წლის ივლისთან შედარებით კი ზრდაა, როგორც შემოსავლის, ასევე სატვირთოების რაოდენობის კუთხით. 2022 წლის ივლისში ქვეყნის ტერიტორიაზე 39,177 სატვირთომ გაიარა, რომლებმაც ქვეყნის ბიუჯეტში 13,7 მლნ ლარი გადაიხადეს.



გზათსარგებლობის საფასური თვეების მიხედვით:

იანვარი 12 041 350 ლარი / 34 404 სატრანზიტო ტრაილერი
თებერვალი - 11 970 002 ლარი / 34 200 სატრანზიტო ტრაილერი
მარტი - 15 549 710 ლარი / 44 428 სატრანზიტო ტრაილერი
აპრილი -13 834 954 ლარი / 39 528 სატრანზიტო ტრაილერი
მაისი - 16 861 665 ლარი / 48,176 სატრანზიტო ტრაილერი
ივნისი - 16 455 903 ლარი / 47,017 სატრანზიტო ტრაილერი
ივლისი - 15 202 578 ლარი / 43 436 სატრანზიტო ტრაილერი



ცნობისთვის, საქართველოზე გამავალი თითოეული ტრაილერი 2022 წლის 20 ივნისამდე 200 ლარს იხდიდა, რაც 20 ივნისიდან 350 ლარამდე გაიზარდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.