გარდაიცვალა ნანა ჯანაშია, CENN-ის აღმასრულებელი დირექტორი
17 აგვისტოს, 51 წლის ასაკში,
ტრაგიკულად დაიღუპა CENN-ის აღმასრულებელი დირექტორი ნანა
ჯანაშია.
ნანა ჯანაშია დომინიკელთა რესპუბლიკაში, ლას გალერასში
გარდაიცვალა:
„ნანა და მისი ოჯახი შვებულებას ლას გალერასში, მეგობრის ოჯახთან
ერთად ატარებდა. 17 აგვისტოს საღამოს ის მეხის ჩამოვარდნის გამო
ადგილზე გარდაიცვალა, როცა მისი ქმარ-შვილისგან მოშორებით, სულ
რამდენიმე მეტრში იმყოფებოდა. ჩვენ დავკარგეთ დედა, ცოლი და ქალი,
რომელიც უკეთეს მსოფლიოზე ოცნებობდა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას
ნანას ოჯახის ახლობელი.
ნანა ჯანაშიამ კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების
ქსელი (CENN) 1998 წელს დააფუძნა. 25 წლის განმავლობაში ორგანიზაციამ
300-მდე მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი პროექტი განახორციელა კავკასიის
რეგიონში და განსაკუთრებული წვლილი შეიტანა უფრო მწვანე და მდგრადი
მომავლის შექმნაში.