დადასტურდა 3 აგვისტოს კურორტ შოვში, სტიქიის დროს დაკარგული ზაზა მესხის უფროსი შვილის გარდაცვალება
დადასტურდა 3 აგვისტოს კურორტ შოვში,
სტიქიის დროს დაკარგული ზაზა მესხის უფროსი შვილის
გარდაცვალება.
ბიჭის დედა, ცინტა დეპონი, სოციალურ ქსელში აქვეყნებს ინფორმაციას და
წერს, რომ ბავშვის ცხედარი დნმ ანალიზის საფუძველზე ამოიცნეს:
„ნაპოვნია და დნმ-ანალიზით დადასტურდა ჩემი და ზაზა მესხის უფროსი
ბიჭის გარდაცვალება. ტანსაცმლის, სიმაღლის და კბილების მიხედვით
პოლიციასთან ერთად დავასკვენით, რომ ის უნდა იყოს ჩემი ორი დაკარგული
ბიჭიდან ერთ-ერთი, უფროსი ბიჭი. მშვიდობით განისვენოს. და მინდა
გავიმეორო ჩემთვის მნიშვნელოვანი თხოვნა: გთხოვთ, არ გააზიაროთ
ბავშვების სახელები სოციალურ ქსელებში“.
ზაზა მესხი ოჯახთან ერთად შოვში ისვენებდა. მასთან ერთად იმყოფებოდა
მისი ორი არასრულწლოვანი შვილი, მეუღლე, ალინა პოლიკოვსკა და მისი
შვილი.
ალინა პოლიკოვსკას ცხედარი მაშველებმა 5 აგვისტოს იპოვეს. მაშველები
კვლავაც ეძებენ ზაზა მესხს, მის არასრულწლოვან შვილსა და ალინა
პოლიკოვსკას ასევე არასრულწლოვან ბიჭს.
ღვარცოფი რაჭაში, შოვში, 3 აგვისტოს, დაახლოებით დღის 3 საათისთვის
მოვარდა. ამ დრომდე ნაპოვნია სტიქიის შედეგად დაღუპული 27 ცხედარი.
დაკარგულია 6 ადამიანი.
წყარო: ,,რადიო ტავისუფლება''