საზოგადოება
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავა.

უწყების ცნობით, დაკავება შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სხვადასხვა დროს, ერთობლივად ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განხორციელდა.

შსს-ის ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, დაკავებულები არიან ,უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1993 წელს დაბადებული ა.მ., 1985 წელს დაბადებული ს.ტ. და 1987 წელს დაბადებული, მ.ლ.

მათივე განმარტებით, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„პოლიციამ დაკავებულების პირადი ჩხრეკის შედეგად, სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღეს. სამართალდამცველებმა ა.მ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, 125 შეკვრად დაფასოებული - 1 კილო და 352 გრამი ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“-ს შემცველი ნივთიერება ნივთმტკიცებადაა ამოღებული. ს.ტ.-სგან კი 50 გრამამდე ოდენობის ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ამოიღეს, ხოლო, რაც შეეხება დაკავებულ მ.ლ.-ს პოლიციამ მისი პირადი ჩხრეკისას, ერთ შეკვრად დაფასოებული, ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.