ბორჯომის მერიამ ივლისში 760 ბენეფიციარი დააფინანსა
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ,
სოციალური პროგრამების ფარგლებში, ივლისის თვეში 174 668 ლარის
დაფინანსება გასცა.
აღნიშნული თანხით, მუნიციპალიტეტმა დახმარება 760 ბენეფიციარს
გაუწია.
112 მოქალაქის სტაციონარული მომსახურებისათვის 732 262 ლარი
გამოიყო.
მედიკამენტების შესაძენად 67 ბენეფიციარი 8 027 ლარით დაფინანსდა.
ონკოლოგიური დაავადებების მქონე 24 პაციენტი 23 085 ლარით
დაფინანსდა.
სოციალური პროგრამების მიხედვით, დახმარება მიიღეს შშმ პირებმა,
დედ-მამით ობლებმა და სხვა ბენეფიციარებმა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში 23-მდე სოციალური პროგრამა ხორციელდება.
პროგრამის მთავარი მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის, ასევე სოციალურად
დაუცველ ბენეფიციართა მხარდაჭერა.
(R)