"რიკოთზე სამუშაოების 86% შესრულებულია" - საავტომობილო გზების დეპარტამენტი
საავტომობილო გზების დეპარტამენტის
ინფორმაციით, რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის პროექტით
გათვალისწინებული 51 გვირაბიდან, 45 გვირაბი უკვე გაჭრილია; პროექტით
დაგეგმილი 97 ხიდიდან, 81 ხიდი უკვე აშენებულია.
ამასთან, 12 გვირაბით და 22
დასრულებული ხიდით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს.
ამ დროისთვის, რიკოთის მაგისტრალური გზის პროექტით გათვალისწინებული
სამუშაოების 86% შესრულებულია.