რაჭაში, სტიქიის ზონაში, 8 ადამიანის ძებნა გრძელდება
სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები
მეცამეტე დღეა აქტიურად მიმდინარეობს.
შსს-ს ინფორმაციით, ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში მეხანძრე -
მაშველები უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ სამძებრო სამუშაოებს.
სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს როგორც სტიქიის ეპიცენტრში, ასევე
მდინარეების - რიონის და ჭანჭახის კალაპოტში.
უწყების ცნობით, ამ დროისთვის სტიქიის ეპიცენტრში, მიწის მასის 90 %
გადამოწმებულია.
სამძებრო სამუშაოებში ჩართულია როგორც ცოცხალი ძალა, ასევე, მძიმე
ტექნიკა და მცურავი საშუალებები.
სამძებრო ღონისძიების ფარგლებში ნაპოვნია 25 ადამიანის ცხედარი და 8
პირთან დაკავშირებით გრძელდება სამძებრო სამუშაოები.