უკრაინაში რუსეთის აგრესიას 500 ბავშვი ემსხვერპლა
უკრაინის გენერალური პროკურატურის
ინფორმაციით, 13 აგვისტოს დილის მდგომარეობით რუსეთის ფედერაციის
შეიარაღებული აგრესიის შედეგად უკრაინაში 500 ბავშვი დაიღუპა.
ამასთან, უწყების ცნობით, რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი
შეიარაღებული აგრესიის შედეგად უკრაინაში 1 097-ზე მეტი ბავშვი
დაშავდა.
უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი, 485,
დონეცკის ოლქში დაიღუპა და დაშავდა, ხარკოვის ოლქში - 298, კიევის
ოლქში - 129, ხერსონის ოლქში - 118, ზაპოროჟიეში - 99, მიკოლაივის
ოლქში - 97, დნეპროპეტროვსკის ოლქში - 94, ჩერნიგოვში - 71, ლუგანსკში
- 67.
ამასთან, პროკურატურაში განმარტავენ, რომ ეს მონაცემები საბოლოო არ
არის და შესაძლოა შეიცვალოს რუსეთის მიერ მიტაცებული უკრაინის
ტერიტორიების დეოკუპაციისა და იქ არსებული სიტუაციის შესწავლის
შემდეგ.