შოვში ძებნა-შველის ღონისძიებების არეალი გაფართოვდა
სტიქიის ზონაში ძებნა-შველის
ღონისძიებების არეალი გაფართოვდა. ამის შესახებ ინფორმაციას
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„ძებნის ღონისძიებების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, ეროვნული
გვარდიის სამხედროებისგან, რეზერვისტებისა და შსს-ს საგანგებო
სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებისგან შემდგარი 18 ჯგუფი
შოვიდან 54 კილომეტრის მანძილზეა გადანაწილებული. თითო ჯგუფი
ოთხკაციანი შემადგენლობით სამ კილომეტრიან დისტანციაზე ახორციელებს
მდინარეების კალაპოტების მონიტორინგსა და ძებნის ოპერაციებს.
სტიქიის ადგილზე კი, ძებნის სამუშაოებს მე-3 ქვეითი ბრიგადისა და
აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის პირადი
შემადგენლობა ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის სპეციალური
ტექნიკითა და საშუალებებით ახორციელებს”, - აღნიშნულია
ინფორმაციაში.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ბოლო
ოფიციალური ცნობებით, სტიქიას 24 ადამიანი ემსხვერპლა, 9 დაკარგულს
ეძებენ.