ახალი ამბები
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა ახალციხის ცენტრალურ პარკში გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.


"15 წელი გავიდა იმ უთანასწორო ომის დაწყებიდან, რაც ჩვენს ქვეყანას ჰქონდა რუსეთთან, სამწუხაროდ ამ ომის პერიოდში 400-ზე მეტი სამხედრო და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ჩვენმა გმირმა სამხედროებმა ჩვენი ქვეყნისთვის, ყველაზე მთავარი, სიცოცხლე დათმეს, მიუხედავად ამისა ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ტერიტორიები, სამწუხაროდ, მაინც ოკუპირებულია. 2008 წელს დამატებით მოხდა ჩვენი სოფლების ოკუპაცია. ყველა ქართველის მიზანი და ამოცანაა ჩვენი სამშობლო გაერთიანდეს და ამ ბიჭების, ჩვენი სამხედროების თავგანწირვას უკვალოდ არ ჩაევლოს. ჩვენ ყოველწლიურად პატივს მივაგებთ გმირ სამხედროებს და ეს ასეც იქნება. მათი ღვაწლი სამშობლოსადმი განუზომელია და ყველა ადამიანი, ყველა მოქალაქე ვალდებულია რომ პატივი მიაგოს მათ, ჩვენი შვილები უნდა აღვზარდოთ მათ გმირობებზე" , - განაცხადა ბესიკ ამირანაშვილმა.



დაღუპულთა სულების მოსახსენიებლად პარაკლისი დეკანოზმა იოანე გელაშვილმა გადაიხადა.



სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით ლომიძემ, ვეტერანთა კავშირის, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ჯარისკაცებმა და მოქალაქეებმა.



2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში სამცხე-ჯავახეთიდან 6 ჯარისკაცი დაიღუპა.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.