ახალი ამბები
ომში დაღუპული გმირების მემორიალი ბორჯომის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან
15 წელი გავიდა. ბორჯომის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, დაბა
ახალდაბაში, აგვისტოს ომში დაღუპული გმირების დევი ჩადუნელისა და
შალვა გაბუნიას სახელობის მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი
მიაგეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების
ხსოვნას.
დევი ჩადუნელი წარმოშობით ახალდაბელი იყო, შალვა გაბუნია კი ახალდაბას
ხშირად სტუმრობდა. მათი სულების უკვდავსაყოფად ახალდაბაში მემორიალი
აღიმართა, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები
ყოველწლიურად სტუმრობენ.
ღონისძიებას აგვისტოს ომში დაღუპული ბორჯომელი სამხედრო
მოსამსახურეების ოჯახის წევრები და მეგობრები დაესწრნენ.
აგვისტოს ომში სამცხე-ჯავახეთიდან ექვსი ჯარისკაცია
გარდაცვლილი.
გააზიარეთ :