სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი
გარდაცვლილი იპოვეს. ჯამში, სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა
18-მდე გაიზარდა.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სამაშველო ღონისძიების ფარგლებში
უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი.
სტიქიის
ზონაში მეოთხე დღეა სამაშველო ღონისძიება უწყვეტ რეჟიმში
გრძელდება.
სამუშაოებში ჩართული არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის
მეხანძრე - მაშველები, პოლიციის დანაყოფები, დრონები, სპეცტექნიკა და
სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.