შოვში სამაშველო ღონისძიებები გრძელდება
შოვში, სტიქიის ზონაში მეოთხე დღეა
სამაშველო ღონისძიება უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.
სამუშაოებში ჩართული არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის
მეხანძრე - მაშველები, პოლიციის დანაყოფები, დრონები, სპეცტექნიკა და
სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.
ასევე, სამუშაოებში ჩართულა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის
კინოლოგთა ჯგუფი.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო ოფიციალური ინფორმაციით,
მაშველების მიერ ამ დროისთვის 17 ცხედარია ნაპოვნი. სამაშველო
ღონისძიების ფარგლებში უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 200-ზე მეტი
ადამიანი.