სტიქიის ზონაში დაღუპულთა რაოდენობა 6-მდე გაიზარდა
რაჭაში, სტიქიის ზონაში, მაშველებმა
კიდევ ოთხი ადამიანის ცხედარი იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, ჯამში, 6
ადამიანის ცხედარია ნაპოვნი.
ცნობისთვის, შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან, ამ
დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი.
ფოტოს ავტორი: "მთის ამბები"